Accentnews.ge
კობახიძე: დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი, როგორც არასდროს

კობახიძე: დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი, როგორც არასდროს

28/11/2024 08:29:01 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისთვის მისული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენა დაიწყო.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან, მისი თქმით, "სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა".

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც მან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მიანიჭა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია

„წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელოა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა,“- განაცხადა ირაკლი კოაბხიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S