კობახიძე - ანაკლიაზე: 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის
28/11/2024 08:35:34 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და მისი პირველი ფაზა 2029 წლისთვის დასრულდება.
„იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასევე მალე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი.


