Accentnews.ge
კობახიძე: კორუფცია აღმოფხვრილია ინსტრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში

კობახიძე: კორუფცია აღმოფხვრილია ინსტრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში

28/11/2024 08:46:47 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კორუფცია არის აღმოფხვრილი ინსტრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში და ამის შედეგია ის, რომ ბოლოო წლებში მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ვიდრე 12 წლის წინანდელ 9- წლიან პერიოდში

„მომავალ წელს მთლიანად დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მათ შორის, ეს მოიცავს რიკოთის პროექტს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ, კონკრეტულად, რეგიონული განვითარების და ინსტრასტრუქტურის სამინისტროიმ გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით. წინა ხელისუფლების მონაცემებით, მათ მხოლოდ 68 კილომეტრის ავტომაგისტრალი ააშენეს და ეს იყო მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ბოლო წლებში 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა! ეს არის ეფექტიანობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ადრე ყვაოდა კორუფცია და კორუფცია არის აღმოფხვრილი ინსტრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში“,- თქვა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ბიზნესზე, თქვა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისთვის და ამ ინიციატივების ფარგლებში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამოქმედდება სპეციალური საგადასახადო შეღავათები ამ სფეროში, 160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის პრეზენტაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქ ქუთაისისთვის და ამ პროექტის განხორციელებაც უზრუნველყოფს არაერთი მიმართულებით პროგრესს, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S