Accentnews.ge
კობახიძე: პრობლემები იკვეთება უმაღლესი განათლების სფეროში, ამის უკან პოლიტიკური მიზნები დევს, გვჭირდება თვისებრივად განახლება

კობახიძე: პრობლემები იკვეთება უმაღლესი განათლების სფეროში, ამის უკან პოლიტიკური მიზნები დევს, გვჭირდება თვისებრივად განახლება

28/11/2024 09:24:26 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. ლიბერალური ტენდენციები, რომელიც „ღრმად იდგამდა ფესვებს საქართველოში 2004 წლიდან“ და რომელიც „განსაკუთრებით საგრძნობი იყო განათლების სფეროში“, მთლაიანდ აღმოსაფხვრელია.

„ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. ეს მანკიერება მთლიანად აღმოსაფხვრელია ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა დაწყებულია. პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ამ ღირებულებებს...ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზე მუშაობაც დაწყებულია. გვჭირდება საზოგადოების ჩართულობა. იქმნება წინააღმდეგობა, შემიძლია გითხრათ, რადგან ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ამ წლების განმავლობაში. იქნება წინააღმდეგობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რომ სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს ამ ღირებულებებს - პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობა“,- თქვა კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას და აქვე უმაღლეს სასწავლებლებსაც შეეხო - დააანონსა საუნივერსიტეტო რეფორმის პროექტი, რომელიც მისი თქმით, მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სწავლების შინაარსსაც.

„რა პრობლემებიც გვაქვს ჩვენ ზოგადი განათლების სფეროში, ანალოგიური პრობლემები იკვეთება უმაღლესი განათლების სფეროში. ამის უკან პოლიტიკური მიზნები დევს. ჩვენ გვჭირდება თვისებრივად განახლება იმ სისტემის, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის წარვადგენთ დეტალურ გეგმას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S