მდინარაძე: საქართველო მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა
28/11/2024 09:40:19 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო „მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა“ და ამას ვერ ეგუებიან ოპონენტები.
„საქართველო მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობის ხარისხით, ჩაურევლობის გარანტიებით, ეროვნული ინტერესების გატარებით თქვა, რომ დიახ, ჩვენ ამ ეროვნულ, თავისუფალმ დამოუკიდებელ პოლიტიკას გავატარებთ“,- თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით, არ არსებობს სფერო, სადაც „შთამბეჭდავი წინსვლა“ არ იყოს და „ამის ავტორი - ბიძინა ივანიშვილის გუნდი პირნათელია“ ხალხის წინაშე.


