Accentnews.ge
კობახიძე: განათლების სისტემაში ფსევდო ლიბერალების ფესვები ბოლომდე უნდა ჩავჭრათ

კობახიძე: განათლების სისტემაში ფსევდო ლიბერალების ფესვები ბოლომდე უნდა ჩავჭრათ

28/11/2024 10:55:22 პოლიტიკა

განათლესის სისტემაში "თვისებრივი ცვლილებების" დაანონსების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მედიასთანაც გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი.

მან თქვა, რომ "ფსევდო ლიბერალებს", "ფესვები ჰქონდათ გადგმული და ეს ფესვები ბოლომდე უნდა ჩაიჭრას.

როგორც კობახიძემ თქვა, თითოეული სახელმძღვანელო გადაიხედება.

„განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული. ეს ფესვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. მთავარია, წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოში განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს ფესვები, რაც ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ და რაც როგორც ჩანს, დღემდე აქვთ შემორჩენილი, უნდა ჩაიხსნას. თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო. მართლა გამაოგნებელია იმ ლიტერატურის სავალდებულო პროგრამაში არ არსებობა, რაზეც საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია. ამას თუ არ ასწავლი, მაშინ ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები. ეს მართლაც გამაოგნებელია. გამაოგნებელია ფსევდო ლიბერალების ფესვები, რაც რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა შეიცვალოს. საქართველოში განათლების სისტემაში სავალდებულო პროგრამას უნდა დაუბრუნდეს ის საკითხები, რაც აუცილებელია პატრიოტის აღზრდისთვის და იდენტობის პატივისცემით გამსჭვალული ადამიანის აღზრდისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S