Accentnews.ge
პრეზიდენტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა

პრეზიდენტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა

28/11/2024 13:29:40 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრა ოპოზიციის სურვილით გაიმართა.

„ჩვენ გვჭირდება ერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ჩვენმა მოქალაქეებმა. როგორც ხედავთ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით და უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს“, - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტს ახლა ისტორიული მისია აქვს.

„ამ კრიზისის განმავლობაში აქვს ისტორიული მისია და უნარი, რომ ეს როლი შეასრულოს როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, გაერთიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს რა კონკრეტულ ფორმებს შეიძენს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე, უბრალოდ, საუბარი მინდოდა პოლიტიკურ პროცესზე, კონსულტაცია გვქონდა. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანებია. ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S