პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში შეხვდა
28/11/2024 16:35:44 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში შეხვდა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ახლა ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაკეთდება საგანგებო განცხადება.
სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.


