Accentnews.ge
პუტინმა სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პუტინმა სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

18/02/2020 20:08:26 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

მანამდე, რუსული მედია პოლიტოლოგ ალექსეი ჩესნაკოვზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა უკრაინის მიმართულებაში კურსის შეცვლის გამო დატოვა. თუმცა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კურსის შეცვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას პოლიტოლოგის პირადი მოსაზრება უწოდა.

ვლადისლავ სურკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობას 2013 წლის 20 სექტემბრიდან იკავებდა. მის კომპეტენციაში შედიოდა უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S