თურქეთში მიწისძვრა მოხდა
19/02/2020 07:35:19 მსოფლიო
თურქეთში, მუღლას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 4,2 შეადგინა.
ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი უკვე მეორე მიწისძვრაა. მანამდე 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მანისაში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


