Accentnews.ge
WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დამაიმედებელს კვლავ ვერაფერს ამბობს

WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დამაიმედებელს კვლავ ვერაფერს ამბობს

19/02/2020 08:00:57 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის („COVID-19“) საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით დამაიმედებელს კვლავ ვერაფერს ამბობს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12–დან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება“, - განაცხადა WHO–ს თავმჯდომარემ ტედროს ადჰანომ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2004-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 75 000–ზე მეტი ადამიანი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S