Accentnews.ge
ერდოღანმა ასადის რეჟიმს "ბოლო გაფრთხილება" მისცა

ერდოღანმა ასადის რეჟიმს "ბოლო გაფრთხილება" მისცა

19/02/2020 11:40:05 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის იდლიბის პროვინციაში მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყებით იმუქრება.

„თუ სირიის სამთავრობო ძალები იდლიბში იმ ტერიტორიებიდან არ გავლენ, რომელიც მანამდე თურქულ კონტროლქვეშ იყო, ანკარა პროვინციაში მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებს მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს. იდლიბში თურქული სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის ამბავია. ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილება ასადის რეჟიმისადმი“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის კომენტარს კრემლი უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ ანკარა მუქარას შეასრულებს, ეს მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება იქნება“.

„რუსეთი და თურქეთი მუდმივ კავშირზე არიან ერთმანეთთან, რათა იდლიბში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა სირიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„სირიის სამთავრობო ძალები ასრულებენ ადრე მიღწეულ შეთანხმებას და ამავდროულად უწევთ, გაუმკლავდნენ პროვოკაციებს. იდლიბის პროვინციაში სირიელ და რუს სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება“, – განაცხადა ლავროვმა.

ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, „იდლიბში ოპერაციის დაწყება მინიმუმ, თურქეთ-სირიის კონვენციურ ომს ნიშნავს“.

„გავითვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის გადამწყვეტია, თუ ვინ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. სირიის საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს, რომლის პირდაპირი მარიონეტია ასადის რეჟიმი“, – წერს ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. მომხდარს 20–მდე თურქი სამხედრო მოსამსახურე და 40–მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა. როგორც ცნობილია. 2012 წლის შემდეგ პირველად, სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში მთავარ მაგისტრალზე დაამყარეს კონტროლი. კრემლმა ანკარას არაერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს "სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S