რუსეთი ვენესუელისთვის 300 მლნ ფულად კუპიურას დაბეჭდავს
19/02/2020 16:28:47 მსოფლიო
რუსული კომპანია „გოზნაკი“ ვენესუელისთვის ბოლივარების 300 მლნ კუპიურას დაბეჭდავს დაახლოებით 143მლნ დოლარის საერთო ნომინალით, – იუწყება სააგენტო "ბლუმბერგი" და იქვე დასძენს, რომ ეს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მმართველობის დროს ნავთობის მოპოვების კატასტროფული შემცირებისა და ინფრასტრუქტურის დეგრადირების შემდეგ ვენესუელაში ჰიპერინფლაცია შეინიშნება. 2018 წელს ბოლივარის დენომინაცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც კუპიურების ნომინალი 10 000–ჯერ შეამცირეს.
თუ ადრე ქვეყანა ფულს ბრიტანეთში ბეჭდავდა, ახლა ეს ვეღარ ხერხდება კარაკასმა ბანკნოტების ბრიტანელ მწარმოებელს ვალი ვერ დაუფარა, – განმარტავს "ბლუმბერგი".
რუსეთში 10 000 და 50 000 ნომინალის ბანკნოტები დაიბეჭდება. სანაცვლოდ „გოზნაკმა“ დაახლოებით 7 მლნ ევრო უნდა მიიღოს.


