Accentnews.ge
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10–მდე გაიზარდა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10–მდე გაიზარდა

20/02/2020 09:14:03 მსოფლიო

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10–მდე გაიზარდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ დროისთვის შემთხვევები შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა:

  • იაპონია – 3
  • ირანი – 2
  • საფრანგეთი – 1
  • ჰონ კონგში – 2
  • ფილიპინებზე – 1
  • სამხრეთ კორეა – 1

რაც შეეხება ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა უკვე 1100–ს შეადგენს

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2126-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 75 600–ზე მეტი ადამიანი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S