Accentnews.ge
ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს უკრაინაში საპროტესტო აქციით დახვდნენ

ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს უკრაინაში საპროტესტო აქციით დახვდნენ

20/02/2020 09:41:00 მსოფლიო

ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს უკრაინაში საპროტესტო აქციით დახვდნენ. დემონსტრანტებმა სოფელ ნოვი სანჟარში, იმ სანატორიუმის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს, სადაც ევაკურებულებმა კარანტინში 14 დღე უნდა გაატარონ.

„ხელისუფლებას მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან მათ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსი შემოიტანონ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მედიკოსების განცხადებით კი, უკრაინაში გამოფრენამდე მოქალაქეებმა შემოწმება გაიარეს და არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თავად ჩინეთში კი ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2126-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 75 600–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. .

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S