ასანჟი: „ტრამპი შეწყალებას მთავაზობდა“
20/02/2020 09:50:41 მსოფლიო
WikiLeaks-ის დამფუძნებლის მტკიცებით, ტრამპი მას შეწყალებას სთავაზობდა. სანაცვლოდ კი მას უნდა ეთქვა, რომ რუსეთს დემოკრატების სერვერების გატეხვასთან კავშირი არ აქვს.
ჯულიან ასანჟის განცხადებით, შუამავალი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი იყო, რომელიც 2017 წლის აგვისტოში მას ეკვადორის საელჩოში შეხვდა.
თეთრ სახლში ასანჟის განცხადებას უარყოფენ.
ცნობისთვის: აშშ–ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზე.


