Accentnews.ge
„უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა“

„უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა“

20/02/2020 19:13:01 სამართალი

საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში მისი საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ისაუბრა.

როგოც მერაბიშვილი ირწმუნება, მას უნდა ეთქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლეს და ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა.

„იყო შემომთავაზა [ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისგან], რომ მე საქართველო დამეტოვებინა და იმისთვის, რომ ჩემთვის ამის შესაძლებლობა მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა; უნდა მემხილებინა სააკაშვილი...უფრო კონკრეტულად რას ითხოვდნენ - იქამდე საქმე აღარ მისულა, შემოთავაზების ტონალობა...ვუთხარი, რომ ეს არასერიოზულია. შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, რატომ ჩათვალეს, რა საფუძვლით, რომ ჩემთან ამაზე დალაპარაკება შესაძლებელი იყო. სხვათა შორის, გამაფრთხილეს, თუ იტყვი ამას, არავინ დაგიჯერებსო“,– განაცხადა მერაბიშვილმა.

ცნობისთვის: საკნიდან გაყვანის ეპიზოდი ქართულმა გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ეპიზოდის უარყოფის დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოისმინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S