Accentnews.ge
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა

21/02/2020 06:18:55 მსოფლიო

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 76 000–მდე ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა:

  • იაპონია – 3
  • ირანი – 2
  • საფრანგეთი – 1
  • ჰონ კონგში – 2
  • ფილიპინებზე – 1
  • სამხრეთ კორეა – 1

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S