ჩინეთში კორონავირუსით 500–მდე პატიმარი, მათ შორის 230 არასრულწლოვანია ინფიცირებული
21/02/2020 07:33:40 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსით (Covid-19) 500–მდე პატიმარი, მათ შორის 230 არასრულწლოვანია ინფიცირებული.
ამერიკული მედიის ცნობით, ვირუსი ქვეყნის სამ პროვინციაში მდებარე სამ ციხეშია გავრცელებული.
არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვირუსი დაავადებული ბადრაგებისგან გავრცელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 76 000–მდე ადამიანი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


