გატაცებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება
21/02/2020 08:12:27 სამართალი
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე შეირაღებული თავდასხმისას გატაცებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
მისივე ცნობით, გემზე შეიარაღებული თავდასხმა აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ახლოს რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინციდენტის შედეგად თავდამსხმელებმა ბორტზე მყოფი 24 პირიდან 10 გაიტაცეს.
"4 არის საქართველოს მოქალაქე. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება არ გვაქვს. ვმუშაობთ როგორც დროშის სახელმწიფოსთან, ასევე გემთმფლობელთან და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებთან. ისინიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.


