სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200–ს გადააჭარბა
21/02/2020 08:55:52 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 200–ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 76 000–მდე ადამიანი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


