Accentnews.ge
ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმისთვის "ოსკარის" გადაცემის გამო კინოაკადემიას გაუბრაზდა: „რა ჯანდაბა იყო ეს?“

ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმისთვის "ოსკარის" გადაცემის გამო კინოაკადემიას გაუბრაზდა: „რა ჯანდაბა იყო ეს?“

21/02/2020 09:02:31 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმისთვის ("პარაზიტი“) "ოსკარის" გადაცემის გამო კინოაკადემიას გაუბრაზდა.

"ოსკარი" სამხრეთ კორეულ ფილმს გადაეცა. რა ჯანდაბა იყო ეს? სამხრეთ კორეასთან სავაჭრო კუთხით პრობლემები გვაქვს და ამ დროს მათ ფილმს „ოსკარს“ აძლევენ, ეს ნორმალურია?", – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ცნობისთვის: ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს - "ოსკარის" 92-წლიან ისტორიაში პირველად, "საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში არაინგლისურენოვანმა ფილმმა გაიმარჯვა. სამხრეთ კორეულმა "პარაზიტმა" საერთო ჯამში ოთხი "ოსკარი" აიღო.

მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლებლად რენე ზელვეგერი და ჰოაკინ ფენიქსი დასახელდნენ. მეორეხარისხოვან როლებში პრიზი ლორა დერნმა და ბრედ პიტმა მიიღეს. უნდა ღინიშნოს, რომ პიტის სამსახიობო კარიერაში ეს პირველი "ოსკარია", - აქამდე მას აკადემიის უმაღლესი ჯილდო პროდიუსერის რანგში ჰქონდა მიღებული.

სამ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა "1917". საუკეთესო ანიმაციად "თოჯინების ისტორია 4" დასახელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S