გერმანია ქვეყანაში არსებულ მეჩეთებთან პოლიციელების რაოდენობას ზრდის
21/02/2020 09:53:22 მსოფლიო
გერმანია ქვეყანაში არსებულ ყველა მეჩეთთან პოლიცილების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის შს სამინისტროში განაცხადეს.
„უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. თუმცა საფრთხის უმაღლესი დონის მდგომარეობისგან შორს ვართ“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში გერმანიაში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მათ შორის – ქსენოფობიურ ნიადაგზეც.


