Accentnews.ge
მამის მკვლელობის ბრალდებით მოზარდი დააკავეს

მამის მკვლელობის ბრალდებით მოზარდი დააკავეს

21/02/2020 13:16:00 სამართალი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც საქართველოს შსს–ში აცხადებენ, მამის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანია დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა თავის საცხოვრებელ სახლში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამას – 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლით არის აღზრული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S