Accentnews.ge
ირანში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

21/02/2020 13:29:12 მსოფლიო

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით მთელი ირანის მასშტაბით 13 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის შვიდი - ქალაქ ყუმში, ოთხი – თეირანში, ორი – გილანის პროვინციაში.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა ისრაელში. ისრაელის მოქალაქე ქალი საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინსესზე“ იმყოფებოდა. ხომალდით ჯამში ისრაელის 11 მოქალაქე მგზავრობდა, თუმცა სადღეისოდ არსებული ცნობებით, მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.

უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში – ჩინეთში კორონავირუსს 2 236 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 75 465 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S