პუტინის ავტოგრაფი აუქციონზე საწყის ფასად გაიყიდა
21/02/2020 17:44:32 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ავტოგრაფი სააუქციონე სახლ "12-й стул"-ის აქციონზე საწყის ღირებულებად - 340 ათას რუბლად გაიყიდა, იუწყება რუსული სააგენტო "Интерфакс".
ლოტად გამოტანილი იყო რუსეთის პრეზიდენტის წერილი ამერიკანისტ ვალენტინ ზორინს.
2001 წლის 12 სექტემბრით დათარიღებულ წერილში პუტინი მას მადლობას უხდის საჩუქრისთვის - წიგნისთვის "Неизвестное об известном" („უცნობი ცნობილის შესახებ“). საწყისი ფასის აწევა აუქციონის არც ერთმა მონაწილემ არ ისურვა. პუტინის ავტოგრაფის შემძენის ვინაობა არ სახელდება


