თურქეთში მორიგი მიწისძვრა მოხდა
24/02/2020 06:05:51 მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ეპიცენტრი ქალაქ იზმირთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 4,7 შეადგინა.
ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი უკვე მეორე მიწისძვრაა. მანამდე 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ირან-თურქეთის სასაზღვრო რეგიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 75 ადამიანი დაშავდა.


