არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი აღმოაჩინეს
24/02/2020 08:59:08 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზების მიზეზს განმარტავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისში, ნუცუბიძეზე, საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცველების მიერ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს–ში.


