Accentnews.ge
ავღანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ავღანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

24/02/2020 09:23:45 მსოფლიო

ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფეროზუდინ ფეროზმა განაცხდა.

„გუშინ ირანის ქალაქ ყომიდან ავღანეთში სამი მოქალაქე დაბრუნდა. შემოწმების შედეგად ერთ–ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰერათის პროვინციაში კარანტინია გამოცხადებული“, – განაცხადა ფეროზუდინ ფეროზმა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ. ისინი ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე არიან დისლოცირებულები.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსს 2 619 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 79 000. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S