Accentnews.ge
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა

24/02/2020 10:34:33 მსოფლიო

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა. ქვეყანაში ვირუსს უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი მოქალაქე.

კორონავირუსის საფრთხის გამო ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს. ამასთან, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 28 ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

იხილეთ ასევე:საქართველო იტალიასთან ავია–მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S