ისრაელი ქვეყნიდან აზიელ ტურისტებს აძევებს
24/02/2020 11:40:01 მსოფლიო
კორონავირუსის საფრთხის გამო ისრაელი ქვეყნიდან აზიელ ტურისტებს აძევებს.
„ასობით ტურისტს, რომლებიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან გვესტუმრნენ, ისრაელის დატოვება უახლოეს დღეებში მოუწევთ. თელ–ავივის საერთაშორისო აეროპორტი მზადაა, მათი სამშობლოში დაბრუნება უზრუნველჰყოს“, – ნათქვამია ქვეყნის აეროპორტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში შესვლა ეკრძალება ყველა იმ პირს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ჰონ კონგში, იაპონიაში, სინგაპურში ან სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


