Accentnews.ge
იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებული გემიდან 23 მგზავრი შეცდომით გაუშვეს

იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებული გემიდან 23 მგზავრი შეცდომით გაუშვეს

24/02/2020 13:01:06 მსოფლიო

იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებულ საკრუიზო გემ „Diamond Princess“–იდან 23 მგზავრი შეცდომით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ხსენებული მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტი განმეორებით უნდა ჩაეტარებინათ, რადგან პირველი შემოწმების შემდეგ მათ ვირუსით დაავადებულ სხვა მგზავრებთან ისევ ჰქონდათ კონტაქტი. ჩვენ 23–ივე მოვიძიეთ“, – აცხადებენ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში.

იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებულ საკრუიზო გემზე კორონავირუსი ასეულობით ადამიანს აღმოაჩნდა, მათგან ორი დაავადებას ემსხვერპლა. მკურნალობის შემდეგ მგზავრთა ნაწილს გემის დატოვების ნება მისცეს. ხომალდის ბორტზე სულ 3700 ადამიანი იმყოფებოდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S