Accentnews.ge
აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

24/02/2020 13:16:27 მსოფლიო

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ექაუნთი გამოავლინა, რომლის მფლობელები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან ("COVID-19") დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები დაეკნინებინათ, – იუწყებიან სააგენტო "ფრანს–პრესი" და "The Guardian".

მათივე ცნობით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ "აღვივებს აშშ ჩინეთთან ეკონომიკურ ომს" და რომ "COVID-19" CIA-ს შექმნილი ბიოლოგიური იარაღია".

"ანგარიშები იმართება არა "ბოტების", არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე", –იუწყებიან ხსენებული გამოცემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S