გერმანიაში, კარნავალზე მანქანა ხალხის მასაში შევარდა
24/02/2020 17:08:57 მსოფლიო
გერმანიის ქალაქ ფოლკმარზენში კარნავალზე მანქანა ხალხის მასაში შევარდა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, - იუწყება ადგილობრივი პოლიცია.
ზოგიერთი თვითმხილველი ირწმუნება, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი ბავშვებს განგებ უმიზნებდა.
მას შემდეგ, რაც მანქანა გაჩერდა, პოლიციას ხალხისგან მძღოლის დაცვა მოუწია. თავად მძღოლი კი რეგიონის 29 წლის მკვიდრი აღმოჩნდა, რომლის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.


