Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი:”საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა”

ჯანდაცვის მინისტრი:”საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა”

24/02/2020 20:37:56 მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის განცხადებით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ არის ინფიცირებული და ვირუსი ქვეყანაში აღარ ვრცელდება.

ვერანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში იყო ჰოსპიტალიზებული, განიკურნა და სახლში დაბრუნდა.

საფრანგეთში სულ 12 ადამიანის ინფიცირება იყო დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი.

ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 28 ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S