Accentnews.ge
ახალგაზრდა დედისა და ბებიის მკვლელობისთვის დააკავეს

ახალგაზრდა დედისა და ბებიის მკვლელობისთვის დააკავეს

25/02/2020 06:09:42 სამართალი

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე დედა-შვილი მოკლეს. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მ.ზ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბებია და დედა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S