Accentnews.ge
გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

25/02/2020 06:03:04 სამართალი

გუდაურში ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონეს და დაცვის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ორი ორი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული ვ.წ. - ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. - მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S