ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი, მათ შორის 3 თვის ჩვილიც განიკურნა
25/02/2020 07:20:46 მსოფლიო
ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული 16–ივე პაციენტი, მათ შორის 3 თვის ჩვილიც განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 16 ადამიანი იყო ინფიცირებული. ყველა მათგანი განკურნებულია. მხოლოდ ერთი რჩება კლინიკაში 14–დღიან საკარანტინო შემოწმებაზე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: გუშინ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნებულია.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.


