Accentnews.ge
ჩინეთი გარეული ცხოველების ხორცის მოხმარებასა და რეალიზებას კრძალავს

ჩინეთი გარეული ცხოველების ხორცის მოხმარებასა და რეალიზებას კრძალავს

25/02/2020 09:12:29 მსოფლიო

ჩინეთი გარეული ცხოველების ხორცის მოხმარებასა და რეალიზებას კრძალავს.

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსი („COVID-19“) დაფიქსირდა, მოსახლეობაში გარეული ცხოველების ხორცის მოხმარებასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება. ამ ხორცის მოხმარება და რეალიზება სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს, რათა „COVID-19“-თან ბრძოლა გაადვილდეს. კანონის მიღების შემთხვევაში მისი დამრღვევები მკაცრად დაისჯებიან“, – განაცხადა ჩინეთის საკანონმდებლო საქმეების კომისიის პრეს-სპიკერმა ჟანგ ტიევეიმ.

მისივე თქმით, გამონაკლისი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებში გარეული ცხოველების გამოყენებაზე დაიშვება.

სადღეისოდ ჩინეთში ვირის, ძაღლის, ირმის, ნიანგის და სხვა გარეული ცხოველების ხორცის მოხმარება/რეალიზება ლეგალურია.

მკვლევარების ვარაუდით, კორონავირუსი პირველად გარეულ ცხოველებში გაჩნდა და შემდეგ ადამიანებზე გავრცელდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S