Accentnews.ge
კორონავირუსის დადასტურების გამო კანარებზე 1000 ტურისტი კარანტინს დაუქვემდებარეს

კორონავირუსის დადასტურების გამო კანარებზე 1000 ტურისტი კარანტინს დაუქვემდებარეს

25/02/2020 10:47:53 მსოფლიო

კანარის კუნძულებზე კორონავირუსის („COVID-19“) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ტენერიფეში მდებარე სასტუმროს იტალიელ ვიზიტორს „COVID-19“ დაუდასტურდა.

სასტუმრო Canary Island–ში მყოფი 1000–მდე ტურისტი კარანტინს დაუქვემდებარეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S