პუტინმა არასანქცირებული მიტინგის მონაწილეთა ხელკეტებით ცემა გაამართლა
26/02/2020 13:41:12 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამართალდამცველების მიერ ქვეყანაში გამართულ არასანქცირებულ მიტინგებზე მოქალაქეთა ხელკეტებით ცემა გაამართლა.
როგორც კრემლის ლიდერმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მომიტინგეები თავად ახდენენ პოლიცილების პროვოცირებას, რათა შემდეგ ჟურნალისტებმა პრეზიდენტს კითხვებით მიმართონ“.
კორესპონდენტმა პუტინს შესთავაზა, „ერთად ენახათ ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ურტყამენ პოლიციელები ქალს მუცლის არეში, ხოლო შემდეგ ამის გამკეთებელს ვერ პოულობენ“.
„თუ საუბარია არასანქცირებულ აქციებზე, აუცილებელია, ჯერ მიტინგი შეათანხმო და მერე დაიწყო საკუთარი აზრის დაფიქსირება. ან ქუჩის გადაკეტვა რა საჭიროა? – სამართალდამცველების პროვოცირებისთვის? რომ მერე მათ ხელკეტები იქონიონ და შემდეგ თქვენ ამ კითხვებით მომმართოთ?! ამაშია არსი – სხვა არსი არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.


