მარია შარაპოვამ სპორტული კარიერა დაასრულა
26/02/2020 13:52:55 მსოფლიო
32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მისი წერილი „Vanity Fair“ გამოაქვეყნა.
შარაპოვა ჩოგბურთში 28 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. „დიდი სლემის“ 5 ტურნირის გამარჯვებული გახლადათ. WTA–ს 39 ტურნირის მედალოსანი, 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.
2016 წელს შარაპოვა დისკვალიფიცირებულ იქნა 2 წლით დოპინგ–სინჯში მელდონიუმის აღმოჩენის გამო. დისკვალიფიკაციის ვადა 2017 წლის აპრილში ამოიწურა. წელს, იანვარში ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მან პირველ წრეში წააგო.
შარაპოვა WTA– ს რეიტინგში 373–ე ადგილს იკავებდა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კი 4–ჯერ – 2005, 2007, 2008 და 2012 წლებში იყო.


