უზბეკეთის ექს–პრეზიდენტის ქალიშვილი მზადაა, ბიუჯეტში 686 მლნ დოლარი დააბრუნოს
26/02/2020 16:29:43 მსოფლიო
უზბეკეთის ყოფილ პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის უფროსმა ქალიშვილმა გულნარა ქარიმოვამ მოქმედ პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს სთხოვა, ციხიდან გამოსვლაში დაეხმაროს, კერძოდ, მის წინააღმდეგ არსებული საქმე დაიხუროს, სანაცვლოდ კი ის მზადაა, უარი თქვას ნებისმიერ პრეტენზიაზე შვეიცარიის ბანკში არსებულ "გაყინულ" ანგარიშზე, რომელზეც 686 მლნ აშშ დოლარი ენახებოდა.
ქარიმოვა აღნიშნავს, რომ თუკი მისი პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება 2014 წლიდან - მისი დაკავების მომენტიდან, მაშინ იგი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რაც არ მომხდარა. უფრო მეტიც - გასული წლის აგვისტოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.
გულნარა ქარიმოვა კორუფციისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს. პირველი განაჩენი მას 2015 წელს გამოუტანეს.


