ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმა განხორციელდა
26/02/2020 22:40:28 სამართალი
უცნობი პირი თავს დაესხა ევროპაში მყოფ ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს.
ვიდეო, რომელიც გაუვნებელყოფილ თავდამსხმელს ასახავს, თავად აბდურახმანოვმა გადაიღო, იგი WhatsApp-ით ვრცელდება.თავად ბლოგერი ამჟამად საავადმყოფოშია, - იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვაიფონდი".
ცნობისთვის: აბდურახმანოვი აქტიურად უპირისპირდება ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის რეჟიმს, რის გამოც მას თავის დროზე ჩეჩნეთის დატოვება მოუწია. გარკვეული დროის განმავლობაში იგი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ოფიციალური თბილისის ეს გადაწყვეტილდება გასაჩივრებულია.


