ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 130-ით გაიზარდა
27/02/2020 05:50:31 მსოფლიო
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. გარდაცვლილია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების უმეტესი შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში ფიქსირდება, მათ შორის - ლომბარდიაში. რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.


