Accentnews.ge
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

27/02/2020 05:59:21 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა, ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, იუწყება CNN.

ჩინეთს ფარგლებს გარეთ კი, მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ირანი - 19 ადამიანი, სამხრეთ კორეა - 13, იტალია -12, იაპონია, საფრანგეთი და ჰონ-კონგი - 7-7, ფილიპინები და ტაივანი - 1-1.

ცნობისთვის: 26 თებერვალს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იგი დაუდასტურდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

საქართველოს ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S