კორონავირუსის პირველი შემთხვევები ესტონეთსა და დანიაშიც გამოვლინდა
27/02/2020 08:24:09 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესტონეთსა და დანიაშიც. ესტონეთში ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანიას, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვირუსი იტალიის ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ პირს აღენიშნა.
ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერაყში. ვირუსი ამჯერად დედაქალაქ ბაღდადში ერთ პირს აღმოაჩნდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინციფირებულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის: 26 თებერვალს ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. იგი საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მოქალაქე იზოლირებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - დამაკმაყოფილებელი. საკარანტინო ზონაში იმყოფებიან მებაჟეებიც, რომლებსაც საქართველოს მოქალაქესთან ჰქონდათ შეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი და ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს.


