სამხრეთ კორეამ და აშშ–მა ერთობლივი წვრთნები გადადეს
27/02/2020 09:19:42 მსოფლიო
სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი კორონავირუსის გამო საერთო წვრთნები გაურკვეველი დროით გადადეს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში კრიზისული სიტუაციის უმაღლესი დონის არსებობის გამო მიიღეს.
ერთობლივი სამხედრო წვრთნები მარტში იყო დაგეგმილი.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. უახლესი მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირების 1 595 შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 13 ადამიანი.


