Accentnews.ge
უკრაინის ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ შოკინი ჯო ბაიდენს ზეწოლაში ადანაშაულებს

უკრაინის ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ შოკინი ჯო ბაიდენს ზეწოლაში ადანაშაულებს

27/02/2020 14:09:24 მსოფლიო

უკრაინის საგამოძიებო ბიურომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის განცხადების საფუძველზე დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ეს უკანასკნელი აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერფაქს-უკრაინას“ ადვოკატმა ალექსანდრე ტელეშიცკიმ აცნობა, საქმე აღძრულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევის საკითხთან დაკავშირებით, ბრალდებულები მასში ჯერ-ჯერობით არ ფიგურირებენ, ბაიდენის გვარი საქმის დაწყების გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და ლაპარაკია „აშშ-ის მოქალაქეზე“.

მისივე თქმით, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია სტანდარტული პროცესუალური ნაბიჯია დანაშაულის თაობაზე განცხადების მიღების შემდეგ და თავისთავად ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ბაიდენს ან ვინმე სხვას ბრალდებას წაუყენებენ.

თავად საგამოძიებო ბიუროს ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: ვიქტორ შოკინის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბაიდენი მასზე ზეწოლას ახორცილებდა და მოითხოვდა უკრაინულ კომპანია Burisma-ში მისი ვაჟის საქმიანობის შესახებ გამოძიების დახურვას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიგი მომხრეები იყენებდნენ ტრამპის იმპიჩმენტის საწინააღმდეგო არგუმენტად.

ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტია დემოკრატიული პარტიიდან. გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ის მეორე ადგილზეა სენატორ ბერნი სანდერსის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S