Accentnews.ge
პრაღაში მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა

პრაღაში მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა

27/02/2020 15:59:40 მსოფლიო

დღეს, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე პრაღაში არსებულ მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, მისი სახელი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო საბჭომ მიიღო.

მანამდე ამ ადგილს პოდ კაშტანის მოედანს უწოდებდნენ.

პეტიცია იმის თაობაზე, რომ მოედანი ნემცოვის სახელობის გამხდარიყო, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. პრაღის ტოპოგრაფიულმა კომისიამ რამდენჯერმე უკუაგდო სახელის შეცვლის მოთხოვნა. მაგრამ თებერვლის დამდეგს უწყებამ აღიარა, რომ გადარქმევა არ შეეხება საცხოვრებელ სახლებს და რაიონის მაცხოვრებლებს არ მოუწევთ საბუთების გამოცვლა.

ამ კვირაში რუსეთსა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ტარდება ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები. შაბათს მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მსვლელობები და პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვა აქციები გაიმართება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი იყო, 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს ხუთი ადამიანი. დამკვეთები ჯერაც არ არიან ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S